ავსტრალიის კოვიდ-19-ზე რეაგირების კომიტეტი, „დელტა“ ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრას გამართავს

ავსტრალიის კოვიდ-19-ზე რეაგირების კომიტეტი ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავს.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელებაა, რამაც სიდნეიში „ლოქდაუნის“, რამდენიმე სხვა ტერიტორიაზე კი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად „ლოქდაუნი“ ან შეზღუდვები 18 მილიონ ავსტრალიელს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ეხება.

„ვფიქრობ, რომ უფრო გადამდები „დელტა“ შტამით პანდემიის ახალ ფაზაში შევდივართ,” - განაცხადა ფედერალურმა ხაზინადარმა ჯოშ ფრიდენბერგმა.

მისივე თქმით, ავსტრალიას კოვიდ-19–ს წინააღმდეგ ბრძოლაში ”კრიტიკულ დრო” ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა