აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, თოუზის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

„27 ივნისს, 20:40 საათზე, ბერდის რაიონის სოფელ კოლაგირთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოუზის რაიონის სოფელ გარალარის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად თოუზის მიმართულებაზე ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ მდგომარეობას აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო