მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს

ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს. ბევრი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, - ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

კალიურანდის განცხადებით, საქართველო მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მეტი უნდა ესაუბროს.

„ამაზე საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების­ საკითხებზე მუშაობს. როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეგობარი და გულშემატკივარი, გპირდებით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება. ამავდროულად, ვფიქრობ, ქართველ ხალხს მცდარი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაგალითად, გავიხსენოთ უვიზო რეჟიმის მიღება - თქვენ უფრო ადრე იყავით ამისთვის მზად, ვიდრე უკრაინა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს მოუწია, უკრაინას დალოდებოდა. ასეთია რეალობა­ - თქვენ მზად იყავით, მაგრამ ლოდინი მოგიხდათ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობდა. ასეთივე დამოკიდებულებაა გაფართოების საკითხისადმი. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, თქვენი­ მეგობრები ვართ, ჩვენთან საქართველოს წარდგენა არ სჭირდება. ჩემი რჩევა იქნება, მეტი ესაუბროთ თქვენს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს“,- განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, კალიურანდის განცხადებით, დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის და რომელიმე ქვეყნისთვს კარის გაღებისთვის.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე­ ქვეყანას კარი გაუღოს“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს