მაკა ბოჭორიშვილი - ასოცირების შეთანხმება არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის

ასოცირების შეთანხმება არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შვიდ წლისთავთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოსთვის.

„გუშინ იყო შვიდი წლის თავი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან. ეს არის მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და ურთიერთობებისთვის. ის მთავარი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საქართველო ხდება ევროპული ტიპის დემოკრატია, ევროპული ტიპის სახელმწიფო და რომლის იმპლემენტაციასაც ყველა მიმართულებით აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევისთვის“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა