ოთარ კახიძე მოსამართლეების განცხადებებზე - ეს არის პირდაპირ პუტინის რეჟიმის არგუმენტების გამეორება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე, მოსამართლეების განცხადებებსა და პარტნიორების მიმართ მათ წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან ამგვარი განცხადებები საკმაოდ შემაშფოთებელია და პირდაპირი გამეორებაა პუტინის რეჟიმის არგუმენტების, რომ სუვერენულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს დასავლეთი და არ უნდა მისცეს ინსტიტუტებს რჩევები.

კახიძის განცხადებით, თუკი საქართველო ფეხზე დგას, ეს სწორედ დასავლეთის დამსახურებაა და „ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი არის ძალიან შემაშფოთებელი და მიჰყვება იმ გეზს, რაც აღებული აქვს ივანიშვილის რეჟიმს“.

„საკმაოდ შემაშფოთებელი რიტორიკაა სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, დასავლეთის მიმართულებით, აშშ-ისა და ევროკავშირზე ასეთი ტონით საუბარი. ეს არის პირდაპირი გამეორება პუტინის რეჟიმის არგუმენტის, რომ რაღაც სუვერენული დემოკრატია არსებობს და არ უნდა ჩაერიოს დასავლეთი ამ კუთხით და მათ არ უნდა მოგვცენ შესაბამისი რჩევები.

აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარებასა და მათ გვერდით დგომაზე არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული საქართველოს სუვერენიტეტიც, ტერიტორიული მთლიანობაც და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, რომ ფეხზე ვართ, არის სწორედ დასავლეთის და ამ ქვეყნების ოჯახის დამსახურება. ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, როდესაც ყველა აცნობიერებს, ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებელი ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ მთლიანი არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი და ვინც კი საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია, ყველა ამბობს, რომ ძალიან მძიმე პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში, ამის პასუხად კი სუვერენულ დემოკრატიაზე აპელირება არის ძალიან შემაშფოთებელი, თუმცა ლოგიკურად ჯდება იმ მიმართულებაში, რაც აქვს მთლიანად ივანიშვილის რეჟიმს აღებული იმ გეზში, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ოლიგარქის მმართველობის განსამტკიცებლად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაიგდონ ხელში,"- განაცხადა კახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა