პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს

პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის გარე აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

„საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.

კომისიამ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა.

კომისიამ აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების ტექნიკური და ფინანსური კრიტერიუმები განსაზღვრა. პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, კომისია გამარჯვებულ კომპანიას პარლამენტს 12 ნოემბრამდე წარუდგენს.

საკონკურსო კომისიის მდივნად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე დასახელდა. საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა