შავის ზღვის რეგიონში სამხედრო-საზღვაო წვრთნები Sea Breeze 2021 დაიწყო

შავის ზღვის რეგიონში სამხედრო-საზღვაო წვრთნები Sea Breeze 2021 დაიწყო, რომლის ორგანიზატორები აშშ-ის მეექვსე ფლოტი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები არიან.

წვრთნებში, რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება რეგიონში, ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საფრანგეთი, იტალია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საბერძნეთი, შეერთებული შტატები, უკრაინა, მონაწილეობს.

სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 ხომალდი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

Sea Breeze 2021 10 ივლისამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა