ანონსი  29 ივნისი

29 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

29 ივნისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების სექტორული ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

29 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „მოქსი თბილისში“ ამერიკის საელჩოს ალუმნი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ დახურვის ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც ელჩი კელი დეგნანი დაესწრება.

საკონტაქტი: გიორგი ორკოდაშვილი - 577 414 280

29 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს წარადგენს.

მის: აბრეშუმის ფაბრიკა (Silk Factory), კოსტავას 59

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555382204

29 ივნისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც წარადგენენ „გირჩის“ პარტიისა და სამეფოს თავკაცს, რომელიც ამავდროულად იქნება „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერიც. ასევე გაიმართება „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის და თბილისის კანდიდატების პრეზენტაცია.

მის: 9 აპრილის 3/5 (პარლამენტის შენობის უკან, სუს-ის პირდაპირ)

საკონტაქტო: რუსუდან აბუაშვილი - 555 702 040

29 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „ლგბტ პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციები - რუსთაველის მეტროსთან კარვები დაიდგმება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივნისს, 11:30 საათზე, თბილისში, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები და მათი ინტერესების დამცვლები „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: გალის ქუჩა 1.

საკონტაქტო: 599726565

29 ივნისს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ცხელი ზაფხული და ქვეწარმავლების გავრცელება – რა მდგომარეობაა წელს დედაქალაქში? რამდენადაა გავრცელებული გიურზა და არის, თუ არა განგაშის საფუძველი?

რეკომენდაციები – რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივნისს, 13:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ICOMOS Georgia-ს წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა

მის: ბეთლემის აღმართი N 16ბ

საკონ:599437403

29 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 ივნისს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოში შეხვედრას გამართავს.

მის: ერეკლე II მოედანი

29 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს