აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ნუ გაემგზავრებით რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ რუსეთში ტერორიზმისა და შევიწროების საფრთხის გამო.

კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში არსებობს „ტერორიზმის, ასევე რუსეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შევიწროების საფრთხე.“ ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩოს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ კოვიდ 19-ისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოც მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მოქალაქეები არ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში.

„ნუ გაემგზავრებით ჩრდილოთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და ელბრუსის მთის ჩათვლით, ტერორიზმის, გატაცებისა და სამოქალაქო არეულობების რისკის გამო. ასევე ყირიმში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და საოკუპაციო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო,“-აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ნუ გაემგზავრებით რუსეთში

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო