თამარ გაბუნია - არ არის გამორიცხული, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი და სიკვდილობის მომატებული რაოდენობა შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, - განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება "დელტა" შტამის გავრცელებასთანასა დაკავშირებული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა