კახა კალაძე - „პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“,- აღნიშნავს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს ლევან ვასაძისა და ფალავანდიშვილის მომხრეებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „რა შუაშია ფალავანდიშვილი? ვინ ფალავანდიშვილი? ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

ცნობისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარშის" გამართვა. „ღირსების მარშის" სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა