„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლო ორი წლის მანძილზე პირველ პირისპირ შეხვედრას მართავენ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიის ქალაქ მატერაში ბოლო ორი წლის მანძილზე პირველ პირისპირ შეხვედრას მართავენ.

მედიის ინფორმაციით, ერთდღიანი შეკრების დროს საგარეო საქმეთა მინისტრები თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა გლობალური ჯანდაცვა, კლიმატთან დაკავშირებული მდგომარეობა და საერთაშორისო ვაჭრობა.

”პანდემიამ ხაზი გაუსვა იმ საგანგებო სიტუაციებზე საერთაშორისო რეაგირების აუცილებლობას, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება”, - განაცხადა შეხვედრაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

მატერაში ჩასულ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის არიან აშშ-ის, იაპონიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ინდოეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები. ჩინეთის, ბრაზილიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ვიდეო კავშირის საშუალებით ესწრებიან, რუსეთმა და სამხრეთ კორეამ კი მინისტრების მოადგილეები გაგზავნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა