ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი - თბილისში, ქვეწარმავლების აღმოჩენის თვალსაზრისით ერთგვარი პიკია, თუმცა, ბოლო 5-6 წლის სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი გაზრდილი არ არის

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, რატი მამუკაშვილის ინფორმაციით, თბილისში ქვეწარმავლების აღმოჩენის თვალსაზრისით „ერთგვარი პიკი გვაქვს“, თუმცა ბოლო 5-6 წლის სტატისტიკით აღმოჩენის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის და პანიკის საფუძველი არ გაგვაჩნია.

როგორც მამუკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქვეწარმავლების აღმოჩენასთან დაკავშირებით სააგენტოში დღის განმავლობაში 10-15 შეტყობინება ფიქსირდება. მისივე თქმით, ფაქტი, რომ შხამიანმა გველმა ვინმე დაგესლა, ბოლო 5-6 წლის სტატისტიკით არ ყოფილა.

„ქვეწარმავლები გამოდიან მარტი-აპრილის თვიდან და ბუნებაში აქტიურად გვხვდებიან მაისი-ივნისის პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ერთგვარი პიკი გვაქვს, მაგრამ ბოლო 5-6 წლის სტატისტიკით მათი აღმოჩენის მაჩვენებელი არ არის გაზრდილი და პანიკის საფუძველი არ გაგვაჩნია. წელს არ არის განსაკუთრებული წელი, როდესაც ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ამ პერიოდში არის 10-15 გამოძახება დღის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით.

გვხვდება 14-15 სახეობის გველი, სადაც ყველაზე შხამიანი და საშიში გიურზაა. დანარჩენ გველებს მომაკვდინებელი შხამი ნაკლებად აქვთ, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე და რამდენად ალერგიულია ის. ასეთი ფაქტი, რომ ვინმე შხამიანმა გველმა დაგესლა, ბოლო 5-6 წლის სტატისტიკით არ ყოფილა, ზოგადად ასეთი ფაქტი ძალიან იშვიათია, მათ თავად ეშინიათ და ჩვენს დანახვაზე გარბიან. შესაბამისად, თუ არ მოვინდომეთ მათი ხელში აყვანა, დარტყმა ან რამე მსგავსი, არ ხდება დაკბენა-დაგესვლის ფაქტები. ყველაზე აგრესიული გველი, რომელიც თბილისში ბინადრობს, წითელმუცელა მცურავია, მაგრამ საბედნიეროდ მათგან დაკბენის ფაქტები თითქმის არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკაშვილმა.

მისი თქმით, 2 421 424 არის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი, სადაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა