ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - 19 აპრილის შეთანხმების პარალელურად, სხვა შეთანხმება გაქვთ სასამართლო „კლანთან“ და ამ შეთანხმების უფრო გეშინიათ

19 აპრილის შეთანხმების პარალელურად, თქვენ სხვა შეთანხმება გაქვთ სასამართლო „კლანთან“ და ამ შეთანხმების უფრო გეშინიათ, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა.

კომიტეტის დღის წესრიგის მთავარი თემაა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

საპარლამენტო ოპოზიცია პროცესის შეჩერებას ითხოვს და ამ კონტექსტში მმართველ გუნდს შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს ახსენებს. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, თუ პროცესი არ შეჩერდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნები არალეგიტიმური იქნება.

"გარიგებული ხართ კლანთან, რისთვისაც პოლიტიკური ფასის გადახდა მოგიწევთ. შეაჩერეთ პროცესი, რომლის შეჩერებაზეც პასუხისმგებლობა აიღეთ", - მიმართა "ქართული ოცნების" წევრებს ანა ნაცვლიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა გატარდება.

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ კი განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების არჩევის პროცესში არც სამუშაო ჯგუფისა და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა