ანონსი 30 ივნისი

30 ივნისს, 10:00 საათზე, N103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დეტალურად გააცნობენ მედიის წარმომადგენლებს, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც გამოსაცდელებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს.

მის: მესხეთის ქ.N72

საკონტაქტო პირი: თამთა ბატიაშვილი - 595 76 76 76.

30 ივნისს, 10:30 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

30 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, - 1 სართული).

30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2021 წლის მაისი.

მის.: ცოტნე დადიანის ქ. 30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

საკონტაქტო: 599 33 71 33

30 ივნისს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ჩხრეკის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რეგულაციებს ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მის: ირ. აბაშიძის 12 ბ. ორგანიზაციის ოფისი

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

30 ივნისს, 12:00 საათზე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის საელჩოსთან აქციას გამართავენ, რის შემდეგაც აშშ-ის საელჩოსთან გადაინაცვლებენ.

30 ივნისს, 14:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

30 ივნისს, 15:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: თამარ ჟვანიას მხრიდან თანამდებობის დატოვება

მის: პარლამენტი (პლენარულ სხდომათა დარბაზი)

30 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ივნისს, 17:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მოზეუმის შიდა ეზოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მის: რუსთაველის გამზ.3. შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან

საკონტაქტო: ნატო ონიანი - 595 155577

30 ივნისს, 17:00 საათზე, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) და „დოიჩე ველე“ აკადემია (DWA) მითების დეტექტორის ლაბორატორიის მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიას მართავს.

მის: სასტუმრო "რუმსი"

30 ივნისს, 17:00 საათზე, ტექნოპარკში CROSS ROADS-ის გუნდი სამუშაო შეხვედრას გამართავს სტარტაპებთან. ღონისძიებაზე CROSS ROADS - ის თანადამფუძნებლები ნიკოლოზ კობახიძე, სვეტალ კუმარი და ლინდა პერეირა პროექტს წარადგენენ.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7

საკონტაქტო ტელ: სალომე არშბა 599 71 21 31

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა