"მოდერნას“ განცხადებით, კომპანიის ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კომპანია "მოდერნას" მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია, - ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. აღმოჩნდა, რომ "მოდერნას" ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური იყო „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინა ახლად გამოჩენილ ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას," - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა