არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დასკვნას 8 ივლისს წარადგენს

8 ივლისს, 31 ოქტომბრის არჩევნების საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნით პროექტს წარადგენენ. აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა იმ ახსნა-განმარტებების ანალიზი, რომელიც 40- მდე პირს ჩამოერთვა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა კონკრეტული პირების მხრიდან გამოკვეთილ შეცდომებთან დაკავშირებით დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განმარტა, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პირებთან მიმართებით დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგეს, რადგან ისინი ამ ეტაპზე უკვე აღარ ირიცხებიან ცესკო- ს თანამშრომლებად, ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღის ბოლომდე ცესკო- ს გაუგზავნოს წერილი, სადაც კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით იქნება რეკომენდაცია, იმსჯელონ სამომავლოდ ამ პირების საარჩევნო პროცესში დასაქმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ასეთი სულ 6 პირია გამოვლენილი, ვისთან დაკავშირებითაც ისინი ცესკო- ს მიმართავენ.

რაც შეეხება კომისიის დასკვნით დადგენილების პროექტს, თუ კომისიის წევრთა უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ის წარედგინება ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი რიგგარეშე სესიას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა