საფრანგეთის მთავრობის მრჩეველი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდის გამო, სავარაუდოდ, გავრცელების მეოთხე ტალღა გვექნება

საფრანგეთში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდის გამო, სავარაუდოდ, გავრცელების მეოთხე ტალღა გვექნება, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში პროფესორმა ჟან-ფრანსუა დელფრეისმა განაცხადა.

ამასთან, დელფრეისმა დასძინა, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ვირუსის ახალი ტალღის შედარებით მსუბუქად გადატანას.

”ვფიქრობ, რომ მეოთხე ტალღა გვექნება, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე წინა სამი ტალღა, რადგან ვაქცინაციის დონე წინა პერიოდთან შედარებით განსხვავებულია ”, - აღნიშნა ჟან-ფრანსუა დელფრეისმა.

მედიის ინფორმაციით, ფრანგმა ეპიდემიოლოგმა არნო ფონტანემ, რომელიც ასევე მთავრობის მრჩეველია სამეცნიერო საკითხებში, განაცხადა, რომ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სექტემბერში ან ოქტომბერში კვლავ გაიზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა