ჯანმო - მსოფლიოში ნოემბრის დასაწყისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ კვირას  დაფიქსირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსს 57 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 10%-ით ნაკლებია და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, ამავე პერიოდში, მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის ანალოგიური მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 521 298 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 3%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 351 218 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 12%-ით მეტია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 204 132 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 5 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი რუსეთი ( 134 465 ახალი შემთხვევა) და არგენტინა (131 824 ახალი შემთხვევა) არიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთში, გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 24%-ით გაიზარდა.

ჯანმო-ს ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. „ალფა“ ვარიანტი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ამის გამო „ბრიტანულ ვარიანტად“ მოიხსენებენ, მსოფლიოს 172 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გამოვლენილი, „ბეტა“, ანუ „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი - 120 ქვეყანაში, „გამა“, ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 72 ქვეყანაში. რაც შეეხება „დელტა“ შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის“ სახელითაა ცნობილი, უკვე მსოფლიოს 96 ქვეყანაში, ანუ წინა კვირასთან შედარებით 11-ით მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით