ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი COVID-19 გამოწვევებთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას იწყებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხზე - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ეს არის აქტუალური საკითხი, ვინაიდან ჩვენ კვლავაც კოვიდ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ეს მოკვლევა კი, დაგვეხმარება მეტი ინფორმაციის მოპოვებაში და იმაში, თუ როგორ მოვემზადოთ თუნდაც პოსტ კოვიდური პერიოდისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თემატურ მოკვლევის ჯგუფის შექმნას. თემატურ მოკვლევის მომხსენებელი კომიტეტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო იქნება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა