მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

აშშ-ში მაიამიში ჩამონგრეული 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 6 ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 147 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკი 10 და 4 წელია.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფი 200-მდე სპეციალისტისგან შედგება, ადგილზე მუშაობს ასევე ასობით მეხანძრე, პოლიცია, ინჟინერი, გარემოს უსაფრთხოების ექსპერტი და სხვა.

შენობის ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, ცნობილი გახდა ინჟინრის 2018 წლის დასკვნის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტირებისას დაშვებულია შეცდომა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

შემთხვევა 25 ივნისს გამთენიისას მოხდა.

იხილეთ ვიდეო:მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს