აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა

შეერთებული შტატების ორგზის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილი მინისტრის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ტაოსში გარდაიცვალა.

1975 წელს რამსფელდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა 1975-77 წლებში, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის დროს, 2001-2006 წლებში კი - ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას ეკავა.

დონალდ რამსფელდს ერაყის ომის მთავარ „არქიტექტორად“ მიიჩნევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა