ჩინეთის პრეზიდენტი - ჩვენ არ მივიღებთ გაკვეთილებს მათგან, ვინც ფიქრობს, რომ უფლება აქვთ დაგვარიგოს

ჩინეთი სხვა ქვეყნებზე ზეწოლას არ ახორციელებს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლის გასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა ჩინეთში კომუნისტური პარტიის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

„მხოლოდ სოციალიზმს შეუძლია ჩინეთის გადარჩენა და მხოლოდ სოციალიზმით შეძლებს ჩინეთი განვითარებას მომავალში. ჩვენ არავის მივცემთ ჩინეთზე ზეწოლის უფლებას. ჩვენ არ მივიღებთ გაკვეთილებს მათგან, ვინც ფიქრობს, რომ უფლება აქვთ დაგვარიგოს“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ტაივანში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩინელი ხალხის საშინაო საქმეა, რომელში ჩარევის უფლებაც გარეშე ძალებს არ აქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა