აშშ-სა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ორეგონის შტატში გასული კვირის პარასკევიდან დღემდე სიცხისგან 63 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტიზამ მათი გარდაცვალების მიზეზად ჰიპერთერმია დაასახელა.

ბრიტანეთის კოლუმბიაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მოულოდნელი გარდაცვალების სულ მცირე 486 შემთხვევა დაფიქსირდა. კანადის სამთავრობო უწყების, „კანადის ბუნებრივი რესურსების“ ხანძრის რუკის თანახმად, ალბერტას უმეტესი ნაწილი და ბრიტანეთის კოლუმბიისა და სასკაჩევანის გარკვეული ტერიტორიები ხანძრის საფრთხის ქვეშ არიან.

"ყველა ინგრედიენტი იქ არის. დენთის კასრი ნაპერწკალს ეძებს", - განაცხადა ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორმა, ტყის ხანძრების სპეციალისტმა მაიკ ფლანიგანმა.

ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

აშშ-ში, ვაშინგტონსა და ორეგონში, კი ტემპერატურამ 48 და 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო:აშშ-სა და კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა