იაგო ხვიჩია - ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და აფერისტის სახელით არ უნდა იცნობდნენ

ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე.

„მის დანახვაზე, ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“ - აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი განწყობა არ მაქვს“, - აცხადებს ხვიჩია.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხვიაჩიას მოსაზრებით, აღნიშნული პოსტი ჟვანიას სავარაუდოდ, იძულებით არ დაუტოვებია.

„მე მგონი, „აიძულა“ არ იქნება ის სიტყვა, რომელზეც შემიძლია თავი დავდო, მაგრამ ვფქირობ, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ და თამარ ჟვანიას ერთობლივი შეთანხმებებული, სწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა