ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები კოვიდსერტიფიკატით დღეიდან ისარგებლებენ

ევროკავშირის ქვეყნებში დღეიდან ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბლოკის ტერიტორიაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას.

დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახით, მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ტესტებისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ. მის მიღებას ევროკავშირის ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებენ. დაიშვება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენ ტესტები.

სერთიფიკატი უფასოა და მისი აღიარება უნდა მოხდეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აგრეთვე შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, ისლანდიის და ნორვეგიის მიერ.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები კოვიდსერტიფიკატით დღეიდან ისარგებლებენ

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია