ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში ჩაერთვებიან მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვაში

მნიშვნელოვანია, შემუშავდეს მართლმსაჯულების რეფორმირების ხედვის სტრატეგიული დოკუმენტი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სასამართლო ხელისუფლებაში კლანური მმართველობის არსებობას, ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

ბეჟაშვილის თქმით, ამ პროცესის გაგრძელებით, „ქართული ოცნება" შეთანხმებას არღვევს.

„არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის თანახმად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მართლმსაჯულების რეფორმირების სტრატეგიული დოკუმენტი და შეთანხმება არ იქნება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ჩვენი ჩართვა იქნება ამ შეთანხმების დარღვევა, ისევე, როგორც ამ შეთანხმებას უკვე არღვევს „ქართული ოცნება“, როცა ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების დანიშვნაზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა ვხედავთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის კანდიდატების წარმოდგენა ხდება.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შემუშავდეს სტრატეგიული დოკუმენტი მართლმსაჯულების რეფორმირების ხედვის, ასევე, უნდა განხორციელდეს ჩვენი ინიციატივა, რაც ითვალისწინებს დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სასამართლო ხელისუფლებაში კლანური მმართველობის არსებობას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება კონკრეტული კანდიდატურების განხილვა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა