ჰანს კლუგე - ევროპაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების 10-კვირიანი პერიოდი დასრულდა - ახალი ტალღა იქნება, თუ დისციპლინას არ დავიცავთ

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების 10-კვირიანი პერიოდი დასრულდა და ინფექციების ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები დისციპლინას არ დაიცავენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10% -ით მოიმატა, რაც გამოწვეულია მოგზაურობით, შეკრებებით და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებით.

„ეს ხდება ვითარების სწრაფად ცვალებადობის კონტექსტში - ახალი შემაშფოთებელი „დელტა“ ვარიანტით და ის ფაქტი, რომ რეგიონში მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები დისციპლინას არ დაიცავენ,“ - აღნიშნა კლუგემ.

იხილეთ ვიდეო:ჰანს კლუგე - ევროპაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების 10-კვირიანი პერიოდი დასრულდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა