თურქეთში მოქალაქეები დღეიდან ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას შეძლებენ

თურქეთში 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინის ორი დოზა უკვე გაიკეთეს, დღეიდან მესამე დოზის გაკეთების საშუალება ეძლევათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„ჩვენს ხალხსა და ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ ის ვაქცინა, რომელიც სურთ, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრნენ მანამდე,“- აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ე.წ. „ბუსტერ დოზის“ მიღება აუცილებელია, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის მესამე დოზა ანტისხეულებისა და T უჯრედების იმუნურ პასუხს აძლიერებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინაციისთვის ჩინური კომპანია „სინოვაკისა“ და „ ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის გადაუდებელი გამოყენებაც დაამტკიცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს