პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, შპს „უშბა დისტილერის" საბაჟო ტერმინალიდან მ.ზ.-მ უნაგირა საწევარა ავტომანქანით ესპანეთში რეექსპორტზე გასაგზავნი შპს „დომაექსპრესის“ კუთვნილი ტვირთი - 298 000 კოლოფი სიგარეტი და 432 ცალი კარი ფოთის მიმართულებით სატვირთო კონტეინერით წაიღო. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მ.ზ.-მ თანამზრახველებთან ერთად წინასწარ შეთანხმებით, საბაჟო ლუქის დაუზიანებლად კონტეინერის საკეტი გახსნეს და ფარულად დაეუფლნენ მასში მოთავსებულ 275 340 კოლოფ სიგარეტს და 275 ცალ კარს. დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებით შპს „დომაექსპრესს“ 224 687, 85 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა მ.ზ. 22 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ((ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ მ.ზ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს განაჩენის აღსრულება შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო და სასამართლო დარბაზში მყოფი მსჯავრდებული მ.ზ. ადგილზე დააკავეს.

რაც შეეხება დანაშაულში სხვა პირების მონაწილეობის ფაქტს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად და მიმდინარეობს გამოძიება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა