კანადაში ძლიერი სიცხისგან გაჩენილი ხანძრის გამო 250-მდე ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს

კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის დაბა ლიტონში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა, ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

ლიტონის მერის, იენ პოლდერმენის განცხადებით, ცეცხლი დაბას, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობს, 15 წუთში მოედო.

„მთელი დაბა იწვის. ყველა მაცხოვრებელს ვურჩევთ, უსაფრთხო ადგილას წავიდნენ,“ - განაცხადა მერმა.

ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს