კენსინგტონის სასახლის ეზოში პრინცესა დაიანას ქანდაკება დადგეს

კენსინგტონის სასახლის ეზოში პრინცესა დაიანას ქანდაკება დადგეს.

ცერემონიას მისი ვაჟები - კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი დაესწრნენ.

ძეგლის გახსნა პრინცესა დაიანას 60 წლის იუბილეს დაამთხვიეს. ამ დღისთვის სამშობლოში სპეციალურად ჩავიდა პრინცი ჰარი, რომელიც ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. ის ბოლოს ბრიტანეთში აპრილში, პაპის - პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ძმებმა დაიანას ძეგლის გახსნის ცერემონიაზე აღნიშნეს, რომ ისინი ყოველ დღე ნატრობენ, დედა კვლავ მათთან ერთად იყოს.

”ჩვენ გვახსოვს მისი სიყვარული, ძალა და ხასიათი. თვისებები, რამაც იგი სიკეთის ძალად აქცია მთელს მსოფლიოში, შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ. იმედია, ეს ქანდაკება სამუდამოდ დარჩება, როგორც მისი ცხოვრების და მისი მემკვიდრეობის სიმბოლო. მადლობა ყველას, ვინც დედაჩვენის ხსოვნას ინახავს" , - ნათქვამია ძმების ერთობლივ განცხადებაში.

ცერემონიას არ დასწრებია დაიანას ყოფილი მეუღლე პრინცი ჩარლზი და არც დედოფალი ელისაბედ მეორე. უილიამმა და ჰარიმ ქანდაკება 2017 წელს შეუკვეთეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს