ელენე ხოშტარია „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებზე - ძალადობრივი აქციის ჩატარების უფლება ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ

საზოგადოებრივი მოძრაობის "დროა" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის, რაც "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით აქციის მონაწილეების მხრიდან ხდება, ძალადობაა.

ხოშტარიას თქმითვე, კვირეულის მოწინააღმდეგეებმა ამერიკის ელჩის მოადგილესაც კვერცხები ესროლეს.

"ძალადობა, კანონის, კონსტიტუციის დარღვევა და სახელმწიფოს გათელვაა, რადგან ახლა რომ შემოვდიოდი, ამერიკის ელჩის წარმომადგენელს მოხვდა კვერცხი, ისვრიან ქვებსაც. ეს არ არის აქცია, რომელიც გამოხატავს რაღაც აზრს, მაშინ ეს აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა, რადგან ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ეს არის დაგეგმილი ძალადობა, პოლიცია ცდილობს, აარიდოს, რომ კონკრეტულად ვიღაცას თავს არ დაესხნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ძალადობრივი აქციის ჩატარების უფლება ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ და აქედან გაყვანილები უნდა იყვნენ, რადგან ეს პირდაპირ თავდასხმაა განსხვავებული აზრის გამო",- განაცხადა ხოშტარიამ.

ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს კვირეულის მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები კვერცხებს ისვრიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა