ევროპის წამლის სააგენტო - ევროკავშირში დამტკიცებული ვაქცინები „დელტა“ და სხვა შტამების მიმართ ეფექტურია

მედიკამენტების ევროპული სააგენტოს განცხადებით, ევროკავშირში გამოყენებისთვის დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტურია ე.წ. დელტა და სხვა შტამების წინააღმდეგ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ვაქცინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ განაცხადა.

„ევროკავშირში დამტკიცებული ოთხი ვაქცინა იცავს ყველა ცნობილი შტამისგან, მათ შორის „დელტა“ შტამისგანაც. პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინის ორი დოზა იცავს დელტა შტამისგან. ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები კორონავირუსის ყველა შტამის ნეიტრალიზებას ახდენს“, - განაცხადა კავალერიმ.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ძირითად ინსტრუმენტად კვლავაც ვაქცინაცია რჩება.

ამავდროულად, მან მოუწოდა ვაქცინის ყველა მწარმოებელს, გამოიკვლიონ თავისი ვაქცინები, რამდენად იცავენ ადამიანებს ახალი შტამებისგან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს