აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რუსეთს ასობით ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებენ

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოს “გრუს,” ასობით ამერიკული და უცხოური ორგანიზაციის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებენ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი „უხეშ ძალას“ იყენებს სამთავრობო და კერძო სისტემებზე წვდომისთვის.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ერთობლივ მოხსენებაში საუბარია, რომ რუსეთის „გრუს“ „მტრული“ კიბერმცდელობები 2019 წლიდან დაიწყო და როგორც ჩანს, დღემდე გრძელდება. „მტრული კიბერ მოთამაშეები იყენებენ უხეში ძალის ტექნიკებს, რათა აღმოაჩინონ მოქმედი დოკუმენტები.

მათი სამიზნეები გლობალური მასშტაბისაა, მაგრამ ძირითადად ფოკუსიერბულია აშშ-სა და ევროპაზე. სამიზნეთა შორისაა მთავრობები და სამხედრო, თავდაცვითი უწყებების კონტრაქტორები, ენერგოკომპანიები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ლოჯისტიკური კომპანიები, იურიდიული ფირმები, მედია კომპანიები, პოლიტიკური პარტიები და ანალიტიკური ორგანიზაციები“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს