დიდი ბრიტანეთის ელჩი - ქართული ლგბტ+ საზოგადოება იბრძვის, რომ ისეთივე თავისუფლებითა და თანასწორობით ისარგებლოს, როგორც სხვები - ღირსებით, ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრების უფლება უნივერსალურია

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ქართული ლგბტ+ საზოგადოება იბრძვის, რომ სხვების მსგავსი თავისუფლებითა და თანასწორობით ისარგებლოს.

„მოხარული ვარ, რომ დავესწარი ფილმის ჩვენებას თბილისში. ქართული ლგბტ+ საზოგადოება იბრძვის, რომ ისეთივე თავისუფლებითა და თანასწორობით ისარგებლოს, როგორც სხვები. ღირსებით, ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე ცხოვრების უფლება, უნივერსალურია. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ფილმის ჩვენება მშვიდობიანი ყოფილიყო“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა