ჯო ბაიდენი მაიამიში მომხდარ ტრაგედიაზე - ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ შენობის ნანგრევებში ვიღაც ცოცხალი იყოს, ვიღაც სუნთქავდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ მაიამიში, ტრაგედიის ადგილი მოინახულეს, სადაც მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღეა გრძელდება.

ბაიდენი გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

“მთელი ერი გლოვობს ამ ოჯახებთან ერთად. ისინი ჯოჯოხეთს გადიან. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ვიღაც ცოცხალი იყოს, ვიღაც სუნთქავდეს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ტრაგედიის მიზეზების გარკვევა. ამ დრომდე 12-სართულიანი შენობის ნანგრევებში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაკარგულად ითვლება 145 ადამიანი. ჯო და ჯილ ბაიდენებმა გარდაცვლილთა დროებით მემორიალთან ყვავილები მიტანეს. ბაიდენი მეხანძრეებსა და მაშველებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტმა ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ სამძებრო სამუშაოების და დაზარალებულთა მხარდაჭერისთვის მთლიან ხარჯებს ცენტრალური ხელისუფლება დაფარავს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფი 200-მდე სპეციალისტისგან შედგება, ადგილზე მუშაობს ასევე ასობით მეხანძრე, პოლიციელი, ინჟინერი, გარემოს უსაფრთხოების ექსპერტი და სხვა. შემთხვევა 25 ივნისს, გამთენიისას მოხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა