აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა და იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკას გადახედოს.

„იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფედერალურ სისხლის სამართლის სისტემაში ყველა არა მარტო შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით გარანტირებული უფლებებით სარგებლობდეს, არამედ სამართლიანად და ჰუმანურად მოექცნენ“, - აცხადებს გარლანდი მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიწერილ წერილში.

განხილვის დასრულებამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.

მერიკ გარლანდის წინამორბედის უილიამ ბარის დირექტივის თანახმად, ციხეების ბიურომ ლეტალური ინექციის ჩასატარებლად პრეპარატ პენტობარბიტალის გამოყენება დაიწყო. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პენტობარბიტალი, რომელიც ფილტვებში კაპილარებს აზიანებს, შესაძლოა, სიკვდილმისჯილებში დახრჩობის შეგრძნებას იწვევდეს.

გარლანდმა განაცხადა, რომ მან გენერალური პროკურორის მოადგილე, ლიზა მონაკოს დაავალა, სხვა საკითხებთან ერთად, „პენტობარბიტალის გამოყენებასთან დაკავშირებული ტკივილისა და ტანჯვის რისკიც“ შეაფასოს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე 13 სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ბოლო 120 წლის განმავლობაში ამ რაოდენობის ფედერალური პატიმარი აშშ-ის არც ერთი სხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს არ დაუსჯიათ სიკვდილით.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს