კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად, ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა

კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად, სოფელი ლიტონის 90%-ი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მანამდე სოფელი, სადაც 250-მდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობამ დატოვა.

ლიტონის მერმა, იენ პოლდერმენმა გუშინ განაცხადა, რომ სოფელს ცეცხლი 15 წუთში მოედო.

„ადამიანებმა სახლების გასაღებებს დასტაცეს ხელი, ჩასხდნენ ავტომობილებში და გაიქცნენ,“- განაცხადა მერმა.

ლიტონში, ბოლო რამდენიმე დღეში, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სამჯერ დაფიქსირდა. სამშაბათს ტემპერატურა 49.6 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია. მაღალი ტემპერატურის გამო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ბოლო ხუთ დღეში ადამიანების მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დადასტურდა. ფატალური შემთხვევების ასეთ ზრდას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.

იხილეთ ვიდეო: კანადაში, ძლიერი სიცხისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად, ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა