ირინა იმერლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ყველას ეხება

საკონსტიტუციო სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ორგანო ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და რომელიც ყველას ეხება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საკონტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშზე.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში სასამართლო ონლაინ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ცხადია, გადაწვეტილებები მიიღო.

„საკონსტიტუციო სასამართლო თავის ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენს. პანდემიიდან გამომდინარე წელს არ იყო აქტიური საკონსტიტუციო სასამართლო, ისე, როგორც სხვა წლებში, ვინაიდან ჩვენც გადავედით ონლაინ პროცესებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები არის. საკონსტიტუციო სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი ორგანო ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და რომელიც ყველას ეხება. ეს არ ეხება საერთო სასამართლოებივით მხოლოდ ორ მხარეს, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება ორი მხარისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო არის ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები ქვეყანაში ყველას ეხება, რომელიც ახორციელებს კონსტიტუციურ კონტროლს ამ ქვეყანაში - ყველა ნორმატიულ აქტებზე, რომელიც გასაჩივრებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

რაც შეეხება იმას, რომელ საქმეებს გამოყოფდა 2020 წელს, იმერლიშვილმა რამდენიმე გადაწყვეტილება დაასახელა.

„2020 წელს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას შესახებ. ანუ, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც აქამდე არ ყოფილა, ეს იყო პლენუმის გადაწყვეტილებები. ანუ დავსხედით ყველა მოსამართლე და მივიღეთ გადაწყვეტილება. ახლა მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც დასრულდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული და ეს არის პროცესი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. აქამდე ასეთი პროცესი არ ჩანიშნულა და არასდროს ყოფილა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. სწორედ ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება და ეს საკითხი პლენუმს გადასცა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა