გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს დავიწყებთ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს დავიწყებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი და ნაწილობრივ მოლოდინიც, რომ საკითხზე ოპოზიციასთან შეჯერდება და ცესკო- ს თავმჯდომარეს 5 წლით, ხმათა 2/3- ით აირჩევენ.

"5 დღის განმავლობაში ექნებათ კანდიდატებს საბუთების შეტანის საშუალება, ამის შემდგომ 2 დღეში პრეზიდენტი შეარჩევს თითო ვაკანსიაზე ორ კანდიდატს და წარუდგენს პარლამენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან, ქვორუმი არის მაღალი - 2/3 პირველ ჯერზე,რათა არჩეულ იქნას ცესკო- ს თავმჯდომარე. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სიჯანსაღეს და იქნება კანდიდატების მიმართ ობიექტური. კანდიდატების წარმოდგენის შემდგომ უკვე დავიწყებთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გუნდშიც და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი და ნაწილობრივ მოლოდინიც, რომ შევჯერდეთ ოპოზიციასთან და 2/3- ით იქნას არჩეული ცეკო- ს თავმჯდომარე 5 წლით. სხვა შემთხვევაში, იცით, რომ 90 ან 76 ხმით არჩევის შემთხვევაში, 6 თვით აირჩევა ცესკო- ს თავმჯდომარე,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა