ჯეიმს აპატურაი პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს. აპატურაი ხვდება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც შეხვედრამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე დააყენებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეასრულებს ჩვენს საშინაო დავალებას, რომელიც დემოკრატიის დღის წესრიგს უკავშირდება, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ნატო-ში წევრობაზე უარი. ამიტომ დღეს ვაპირებ აპატურაისთან საუბარს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა განხორციელდეს ისე, როგორც ამას შარლ მიშელის დოკუმენტი ითხოვს და ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს წევრობას”, - განაცხადა აქუბარდიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის თქმით კი, აპატურაის მისი პარტიის სახელით სთხოვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.

„ნატო გვეხმარება განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს სფეროში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა და ამასაც ვთხოვთ, რომ მეტი გააკეთონ. არის სხვა პრობლემატური საკითხები, როგორიც იყო არჩევნები, საერთაშორისო მეგობრებმა გვითხრეს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმაციის ზღვარზე იყო ჩატარებული. გვინდა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვუთხრათ, რომ მომდევნო არჩევნები არის რეფერენდუმი და ის კრიზისი, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიქმნა, უნდა მორჩეს ადგილობრივ არჩევნებზე, ამიტომ ვთხოვთ, რაც შეიძლება მეტად დაგვიჭირონ მხარი და რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ქვეყანაში, რომ ეს არჩევნები რეალურად ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად”, - განაცხადა ჭანკოტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა