გაერთიანებულ სამეფოში  კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები 46%-ით გაიზარდა

გაერთიანებულ სამეფოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით, 46% -ით გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებშია აღნიშნული.

„შემთხვევები გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ზრდას განაგრძობს და უაღრესად მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს სიფრთხილის გამოჩენა. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია საკუთარი თავისა და ხალხის დასაცავად, არის ვაქცინაცია, კვირაში ორჯერ ტესტის გაკეთება და ნებისმიერ დროს გვახსოვდეს "ხელები, სახე, სივრცე, სუფთა ჰაერი“.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები იზრდება, საავადმყოფოებში შეყვანილი პაციენტების პროპორციული ზრდა არ ფიქსირდება. მონაცემების თანახმად, ეს არის ვაქცინაციის პროგრამის წარმატების დადასტურება და ცხადად აჩვენებს ვაქცინის ორივე დოზის მიღების მნიშვნელობას. აიცერით, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს დაგვეხმარება, გადავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი და ეს გადაარჩენს სიცოცხლეებს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში, საერთო ჯამში, ინდური ვარიანტით ინფიცირების 161 981 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 50 824 გასული კვირის განმავლობაში დადასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა