სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვართ ახლოს ნატო-ს ღია კართან და ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნა, რადგან კარები კარებია, გაწევრიანება-გაწევრიანება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ჩვენ თუ ვართ ძალიან ახლოს ნატო-ს ღია კართან, ვიცით, რომ გაწევრიანებას შეიძლება რაღაც დრო დასჭირდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების განმტკიცებაზე ისაუბრა და ჯეიმს აპატურაის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ თუ ვართ ძალიან ახლოს ღია კართან, ვიცით, რომ ამას შეიძლება რაღაც დრო დასჭირდეს, ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნა, რადგან კარები კარებია, გაწევრიანება - გაწევრიანება, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა ძალიან კონკრეტული იყოს. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ვთანამშრომლობთ და რომელიც გვაძლევს იმ გაზრდილ უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. ჩვენ დღეს იმისთვის ვართ აქ, რომ მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, მაგრამ ასევე გთხოვთ და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებითი, გთხოვთ, დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციაში, ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ნატო-სთან ურთიერთობაში. თქვენ ახლა ჩაიბარებთ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ჰიბრიდული ომისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ჩვენთვის, ისევე როგორც ნატო-ს ყველა წევრისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. პრინციპში, ამ გამოწვევის წინაშე ყველა ერთი ვართ. ძნელია, ამ გამოწვევის წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყანა განასხვავო. ვიცით, რომ ამ გამოწვევას ყველა ერთად და ძლიერად უნდა დავხვდეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა