მამუკა ხაზარაძე - საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს - ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ამას დავამთავრებთ!

არავის დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ჩვენზე რომ ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება ამ „კლანის" მიერ. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ საქმეზე წელიწადნახევრის შემდეგ სასამართლო პროცესის განახლება წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება, როგორც ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ცოტა რამ მაინც ეკითხათ საფუძვლიანი. საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე, ვინც ამოწმებდნენ ყოველთვიურად და ყოველწლიურად იმ ტრანზაქციებს, რაზედაც თითქოს, გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არათუ დანაშაულის ნიშნები, არამედ დარღვევაც არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს.

დასკვნა ერთია - ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობას, რაც არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არასამართლიანად ექცევიან ამ ქვეყანაში. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს და იმ ნიჰილიზმს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დანერგა ქვეყანაში, გავტეხავთ, უიმედობას გავტეხავთ. არავის დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ჩვენზე რომ ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება ამ „კლანის" მიერ. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ამას დავამთავრებთ ჩვენ“, - აცხადებს ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა