ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გაფუჭებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გაფუჭებულა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკაში ვაქცინებთან დაკავშირებით მცირე ხნით ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობა დაფიქსირდა, თუმცა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა ვარგისია და მისი ადმინისტრირება მოხდება.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით იყო მცირეხნიანი ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობა, ამის გამო ჩვენთან კომუნიკაცია იყო, ვაქცინები გადაიტანეს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაცივრო განყოფილებაში. შემდგომ მოეწყო კონსულტაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაცის ევროპის რეგიონალურ ოფისთან, ყველა ამონაწერი, ყველა დოკუმენტაცია განიხილეს, ვაქცინა არის ვარგისი და შესაბამისად, მისი ადმინისტრირება მოხდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა