ბექა ლილუაშვილი - საზოგადოების აღქმაში მკაფიოდ არსებული ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ირღვევა

რეიტინგების მთვლელი ორგანიზაციების შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი მზარდია და ჩვენს მიმართ პოზიტიური განწყობები არის ასევე მზარდი. მმართველი პარტიისთვის ეს არის მკაფიო მოცემულობა და საფრთხის შემცველი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ყოველდღიურად ძლიერდება.

„პარტია დაახლოებით, 2-3 კვირის დაფუძნებული იყო, როდესაც რეგიონალურად დავიწყეთ ჩვენი წარმომადგენლობების უზრუნველყოფა. პირველი ადგილმდებარეობა, სადაც ოფისი გავხსენით, იყო ბათუმი. გუშინ იყო გორის ოფისის გახსნა. ბათუმის ოფისის შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრესთან პირობებზე შევთანხმდით, ხელი ჩამოვართვით და გავაფორმეთ ხელშეკრულება, უკვე მეორე დღეს მესაკუთრის მხრიდან გადაწყვეტილება იცვლება. როდესაც ბათუმში პრეზენტაცია გვქონდა, შუქი გაითიშა. ცოტა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამას მოჰყვა გორის ოფისის იგივე შემთხვევა. საქმე გვაქვს ძალიან იაფფასიან მეთოდებთან, რომელსაც, როგორც ჩანს, იყენებს მმართველი პარტია და მმართველი პარტიის ახლანდელი ხელმძღვანელობა. ძალიან აშკარაა, რომ ჩვენ დღითიდღე ვძლიერდებით, იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა, გვქონდა ძალიან მაღალი დონის შეხვედრები უპრეცედენტოდ ბევრ წარმომადგენელთან, როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში. რეიტინგების მთვლელი ორგანიზაციების შეფასებით, ჩვენი რეიტინგი მზარდია და ჩვენს მიმართ პოზიტიური განწყობები არის ასევე მზარდი. მმართველი პარტიისთვის ეს არის მკაფიო მოცემულობა და მათთვის საფრთხისშემცველი“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების აღქმაში მკაფიოდ არსებული ზღვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ირღვევა. მან უპასუხა კითხვას, თუ როდის აღმოაჩინა გახარიას გუნდმა მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მსგავსება.

გიორგი გახარია, მისი გუნდის თითოეული წევრი, როდესაც ვიყავით „ქართულ ოცნებაში“ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ვიყავით საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ჩვენ კონკრეტული პოზიტიური როლი გვქონდა და ამ პოზიტიური როლის შესაბამისად ვთამაშობდით სხვადასხვა გადაწყვეტილების ნაწილში. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გიორგი გახარიას შეეზღუდა ამ პოზიტიური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მან დატოვა თანამდებობა და ჩვენ წამოვედით“, - განაცხადა ბექა ლილუშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა