კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება, ნორმალური და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატის, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება,“- აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის, თუ ევროკავშირი გამოხატავს „ნამდვილ საპასუხო ინტერესს”.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ორმა პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პრობლემებზე".

”აღინიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და ნდობის ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი მუშაობის დამყარების შესახებ შეთანხმებები, რომელსაც ორმა პრეზიდენტმა ფორტ დე ბრეგანსონში 2019 წლის აგვისტოში მიაღწია, კვლავ აქტუალურია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა