მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

აშშ-ში მაიამიში ჩამონგრეული 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 126 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკი 10 და 4 წელია. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფი 200-მდე სპეციალისტისგან შედგება, ადგილზე მუშაობს ასევე ასობით მეხანძრე, პოლიცია, ინჟინერი, გარემოს უსაფრთხოების ექსპერტი და სხვა.

შენობის ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, ცნობილი გახდა ინჟინრის 2018 წლის დასკვნის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტირებისას დაშვებულია შეცდომა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

შემთხვევა 25 ივნისს გამთენიისას მოხდა.

იხილეთ ვიდეო:მაიამიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს