22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა

22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შ. ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ ,,ორფოლოში“ გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

„ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში მონაწილეობას ალფა ასეულთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო, ჯაველინის ჯგუფები, ჰაერსაწინააღმდეგო, სატანკო და საინჟინრო ქვედანაყოფები იღებდნენ. ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 82 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი და სატანკო ოცეული უჭერდა. სწავლების მთავარი ამოცანა ქვედანაყოფის ცოდნის ამაღლება და სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას და კომბინირებულ მოქმედებების წარმოებას გულისხმობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა